ნიკა გვარამია ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე


  • “რუსთავი 2” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “სხვა შუაღამეში“, სადაც საუბარი იყო ძალაუფლებაზე, დააფიქსირა თავისი აზრი ზუგდიდზე და ზუგდიდელბზე. საზოგადოებამ იცის, რომ ნიკა გვარამია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, რუსთავი2–ის ჯგუფთან ერთად, იმყოფებოდა ზუგდიდში:

“მე ვნახე, რაც არასდროს არ მინახავს სამეგრელოში, ორი რამ, პირველი: უკიდურესი სიღატაკე. ქალაქ ზუგდიდში, რომელიც ტრადიციულად იყო უღონიერესი და უმდიდრესი, ყველა ეპოქაში და ყველა ვითარებაში, “მხედრიონის” “გადაუთავების” მერეც კი. ახლა ზუგდიდი არის უღატაკესი ქალაქი, მეგრელები არიან ძალიან ღარიბები, რაც მათთვის ძალიან უჩვეულო რამ არის, იმიტომ რომ არ არიან ამას მიჩვეული. ფული არ მოძრაობს საერთოდ ამ კუთხეში. პარალელურად, მე ვნახე უდიდესი შიში, იმ ქალაქში, სადაც “მხედრიონის” დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა, მერე პასუხები, მამაჩემი იყო ამაში ჩართული. ქალაქი, რომელსაც “მხედრიონის” არ შეშინებია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აუთავებდნენ, აუპატიურებდნენ მშობლების წინ, ქალიშვილებს კლავდნენ, ძარცვავდნენ, არ შეშინებიათ, გამოდიოდნენ და 10 ათასიანი მიტინგები იმართებოდა. დღეს ეს ქალაქი იყო უკიდურესად შეშინებული, მე ვერ ამოვხსენი უბრალოდ რისი ეშინიათ, მაგრამ ეს კომბინაცია იძლევა საშინელ განცდას, იყვნენ პირდაპირ მიჩმორილები. ეს არის იმის შედეგი, რომ არიან ღარიბები. ღარიბი ადამიანის დათრგუნვა ძალიან მარტივია. ღარიბ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, როდესაც საუბარია იმაზე, ხვალ შევჭამ თუ არა, თუ გავჩუმდები შევჭამ, თუ არა, შეიძლება ვერა, ესეთი ადამიანების მართვა ძალიან მარტივია. ყველაზე უფრო სამარცხვინო, როდესაც ადამიანებს ამით მართავ. არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას ის, ვინც ადამიანებს ამ მეთოდით მართავს. სამეგრელოში მართლა შიათ, არ ვაჭარბებ, შიათ. ხომ იცით, ცნობილი ყველის რიგი, რომ არის, დევს ყველი არ იყიდება. რატომ? ფული არ აქვთ, ვერავინ ვერაფერს ყიდულობს.  ძალიან მძიმე სანახავია”.

ლელა წურწუმიას შენიშვნახე მეგრელებს ვერასოდეს ვერავინ “მიაჩმორებს”, გვარამიამ განმარტა, რომ ის საუბრობს ცალკეულ ადამიანებზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!