26 მაისი ზუგდიდში


დღეს, საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სადღესასწაულო ღონისძიებები ზუგდიდში განსაკუთრებულად აღინიშნება. დილიდან მთავარ მოედანსა და ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა სხვადასხვა პავილიონი. გამოყვანილია სამხედრო ტექნიკა. ხდება ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

მოწყობილია წიგნებისა და ხელოვნების სივრცე.IMG_4666

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისტორიული ფოტოების ნახვის. ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული შეჯიმბრება.

განთავსებულია ეთნოგრაფიული კუთხე სადაც გამოფენილია ხელთნაკეთი ნივთები.IMG_4563

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ  დააგემოვნონ  მეგრული ღვინოები, სანელებლები  და სამზარეულო. პარალელურად, მიმდინარეობს ხალხური ანსამბლების კონცერტები. მოყობილია საბავშვო სივრცე დიზაინერ სოფიო ხარჩილავას საბავშვო კოსტიუმების ჩვენებისთვის. მთავარ მოედანზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები.IMG_4660

ისტრიულ ზონაში მოწყობილია არტ კაფე, რეტრო ფოტო ზონა. მოწყობილია ღია კინოთეატრი სადაც ნაჩვენები იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმები, ხოლო ბავშვებისათვის მულტფილები.IMG_4617

თანამედოვე ზონაში მოწყობილია  იმიტირებული საგამოცდო მოედანი და “კოსმოსური ხომალდი”. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია  ზუგდიდის ტექნოპარკის აქტივობები.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!