დღეს, საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სადღესასწაულო ღონისძიებები ზუგდიდში განსაკუთრებულად აღინიშნება. დილიდან მთავარ მოედანსა და ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა სხვადასხვა პავილიონი. გამოყვანილია სამხედრო ტექნიკა. ხდება ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
მოწყობილია წიგნებისა და ხელოვნების სივრცე.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისტორიული ფოტოების ნახვის. ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული შეჯიმბრება.
განთავსებულია ეთნოგრაფიული კუთხე სადაც გამოფენილია ხელთნაკეთი ნივთები.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ მეგრული ღვინოები, სანელებლები და სამზარეულო. პარალელურად, მიმდინარეობს ხალხური ანსამბლების კონცერტები. მოყობილია საბავშვო სივრცე დიზაინერ სოფიო ხარჩილავას საბავშვო კოსტიუმების ჩვენებისთვის. მთავარ მოედანზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებები.
ისტრიულ ზონაში მოწყობილია არტ კაფე, რეტრო ფოტო ზონა. მოწყობილია ღია კინოთეატრი სადაც ნაჩვენები იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დამზადებული დოკუმენტური ფილმები, ხოლო ბავშვებისათვის მულტფილები.
თანამედოვე ზონაში მოწყობილია იმიტირებული საგამოცდო მოედანი და “კოსმოსური ხომალდი”. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ზუგდიდის ტექნოპარკის აქტივობები.