“ჩვენ გითმობთ შენ”-ნიკოს და ლორას სოციალური ინიციატივა ზუგდიდში


  • ზუგდიდში წამოიწყეს კამპანია “ჩვენ გითმობთ შენ”. კამპანია საბავშვო ბაღებიდან მიღებული საკვების პროდუქტების იმ მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას გულისხმობს, ვისაც ეს მეტად სჭირდება.

კამპანიის ინიციატორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ლორა ქობალია, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“SOS: ყურადღება!

ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა შენი თანაქალაქელების და მომავალი თაობის – ბავშვების წინაშე.

#ჩვენ_გითმობთ_შენ
#დაუთმე_მარტოხელა_დედებს
#დაუთმე_სოციალურად_დაუცველს
#დაუთმე_მრავალშვილიან_ოჯახს
#შემოგვიერთდი
#დაუთმე_სხვას
#გაავრცელე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, გაცდენილი დღეების საკვებ პროდუქტს სახლში მიიღებენ.

დიახ, ჩვენ, მე და ნიკო, ვიღებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენს წილ ულუფას ვუთმობთ, მარტოხელა დედებს #13 საბავშვო ბაღში.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თქვენ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ეს პერიოდი საკუთარი ფინანსური რესურსით გაიაროთ, შემოგვიერთდებით.

ერთად უფრო მეტს გავცემთ ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

ახლა ყველაზე მეტად ერთად დგომა, ერთმანეთზე ზრუნვა, მოქალაქეობრივი თვითშგნება და მაღალი პასუხისმგებლობა გვჭირდება.
#ჩვენ_ეს_შეგვიძლია
#გავუწოდოთ_ხელი
#მას_უფრო_სჭრდება
პ.ს. გადაწყვეტილება ნიკოსთან შეთანხმებულია”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!