- 25-26 მაისს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში სასახლე მუზეუმების გაერთიანების IV სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ეწყობა.
25 მაისს, 19 საათზე, იმავე ცენტრში, სასახლე-მუზეუმების გაერთიანებისა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მიერ დაფუძნებული სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის “მემატიანეს” პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
