25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 26 ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!