გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებსა და სტუდენტებს ფინანსური დახმარება გაეწევა


  • გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება.

2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!