25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს


ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს დღეს აღნიშნავს. კათოლიკეებისა და პროტესტანტების გარდა, შობას 25 დეკემბერს ზეიმობს საბერძნეთის, ბულგარეთის, კონსტანტინეპოლის, რუმინეთის, ალბანეთის და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება. პილიგრიმები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ დღეს სწორედ იმ ქალაქში ჩადიან, სადაც სახარების მიხედვით, იესო ქრისტე დაიბადა. საშობაო მსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიებში მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგია ასევე ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც აღევლინება. მართლმადიდებლური სამყაროს დიდი ნაწილი, ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!