“ვისაც გაქვს გაიღე, ვისაც არ გაქვს აიღე”


  • ზუგდიდში, მუსიკალური სტუდიის გვერდით, იაკობ გოგებაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა სოციალური კარადა, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ დადონ ტანსაცმელები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები.

საქველმოქმედო აქცია “გააზიარე სითბოს” ფარგლებში, ააიპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის თანამშრომლებმა, მოაწყვეს.

“ზუგდიდდასუფთავების” სამსახურის სპეციალისტმა მაკა გაბუნიამ აღნიშნა, რომ აქცია, შარშანაც ჰქონდათ და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. “ძალიან ბევრი ბედნიერი სახეები ვნახეთ და ამიტომ წელსაც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა. იმისათვის, რომ გაკეთოთ სიკეთე აუცილებელი არ არის იყო მდიდარი, მთავარია იყო კეთილი და მგონი, ეს გამოგვივიდა. მოუწოდებ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ და გავაზიაროთ ერთად სითბო. ტანსაცმელები, ჩვენც მოვიტანეთ და მოქალაქეებსაც მოაქვთ”.

აქცია დაიწყო დღეს, 25 დეკემბერს და გაგრძელდება 15 იანვრამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!