ზუგდიდში მოძრაობა „ეროვნულების“ წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიგინეიშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო შეეტყოთ რა აწუხებთ და რაზე ფიქრობენ სტუდენტები. მან ახალ თაობასთან შეხვედრა დაიწყო კითხვებით, რას ფიქრობენ ისინი “საქართველოს შინდისფერ დროშაზე და რა არის სამშობლო”. „მოძრაობა ეროვნულები“ სამეგრელოში დამფუძნებელი ყრილობის გამართვასაც გეგმავს. ყრილობა 12 ივნისს, ენგურქაღალდკომბინატის კულტურის სახლშია დაგეგმილი.