- საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 23 მაისიიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება.
“23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.
მისი განმარტებით, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. “ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.