23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 23 მაისიიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება.

“23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა.

მისი განმარტებით, უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. “ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!