22 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა.

18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათბში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!