- 22 აპრილი დედამიწის დღეა-გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი თარიღი.
ამ დღესთან დაკავშირებით, მუზეუმის თანამშრომლებმა ნერგები დარგეს ნიკოსეული სასახლის და ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრის მიმდებარედ, რითაც ხელი შეუწყვეს გარემოს გამწვანებასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
“მადლობას ვუხდით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას ნერგების მოწოდებისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თანამშრომელს, ქალბატონ ხათუნა ჯაპავას მხარდაჭერისა და ინიციატივაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.”-ნათქვამია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
