რუს ჯარისკაცს, რომელსაც მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


  • რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, უკრაინის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

რუს ჯარისკაცს, 21 წლის ვადიმ შიშიმარინს რუსეთის უკრაინაში შეჭრისას შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

როგორც ცნობილია, 21 წლის რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი არის პირველი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიმართა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.