ზუგდიდის თემის საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მერაბ ხვიჩია აირჩიეს. იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიას მაიზერ ნანავა უხელმძღვანელებს. განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დამზერ ძიმცეიშვილი გახდა. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თემურ მარკოზია აირჩიეს. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიას გიორგი კუკავა უხელმძღვანელებს. თითოეულ კომისიაში 13 დეპუტატი გაწევრიანდება სურვილისამებრ.