2027 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პროგრამებზე ჩასარიცხად უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენაც დაემატება და 2027 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა ჩააბარონიტალიურ ენაშიც. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისათვის გამოცდას იტალიურ ენაში 2023 წლიდან ატარებს. სწორედ ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, 2027 წლიდან იტალიური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალში იქნება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.

 საგამოცდო კრებული და პროგრამა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − one =

Akismet ანტისპამი