2022 წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება


  • 2022 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთი გახდება. საფრანგეთი თავმჯდომაროებას როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს.

„ერთი წინადადებით რომ მომიწიოს ევროკავშირის პრეზიდენტობის მიზნების მიმოხილვა, რომელიც გაგრძელდება 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ევროპული თანამშრომლობიდან ძლიერ ევროპამდე უნდა გადავიდეთ, რომელიც იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს“, – განაცხადა მაკრონმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!