მომსახურების სააგენტოში პირველიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებია


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად.

“სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.👉🏻ამასთანავე, გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე.👉🏻ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.

პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.👉🏻იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!