- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, მერიაში, 8 მარტთან დაკავშირებით, 20 წარმატებულ ქალბატონს უმასპინძლა.
გიორგი შენეგელიამ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცა, საჩუქრად თაიგულები და 200-200 ლარი ფულადი თანხა გადასცა.
წარმატებულ ქალბატონებს შორის იყვნენ მეწარმეები, განათლების და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, პატრულ-ინსპექტორი, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები.