“მხოლოდ იების დარიგება არ ნიშნავს, რომ”…


  • “…სახელმწიფო ზრუნავს ქალებზე და იცავს მათ უფლებებს. მარტო დღესასწაულებზე ნუ გვახსენდება, რომ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ქალები, რომლებიც ამომრჩეველთა 51 პროცენტს წარმოადგენენ”,-ამბობს „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია.  

ფემიციდის გახშირებულ ფაქტთან დაკავშირებით “სამოქალაქო აქტივიბის და თანასწორობის ცენტრმა” ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გამართა აქცია-პერფომანსი.

სიმბოლურად გამოფენილი ქალების ტანსაცმლები და მასზე მიკრულ ფურცლებზე დაწერილი ისტორიები  ძალადობის მსხვერპლი და მოკლული ქალების ისტორიები იყო. როგორც ციცინო შენგელია ამბობს, ამ ქალებმა ვერ მოახერხეს დღეს ამ ღონისძიებაზე მისვლა, არადა, უნდა ყოფილიყვნენ.

“ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიური დღის წესრიგი”- ეს გახლავთ ციცინო შენგელიას და ყველა იმ მოქალაქის გზავნილი ქვეყნისადმი, ვინც დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა პლაკატით ხელში იდგა.
აქცია-პერფომანსში, დღეს, მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ..

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!