200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება


  • გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება და დაწყებულია განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
პრემიერის განმარტებით, შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. “ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 200 ლარიანი კომპესაციის დახმარების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის პრესსამსახურმა. ცოტახანში, მთავრობამ ახალი პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!