- გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება და დაწყებულია განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. “ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 200 ლარიანი კომპესაციის დახმარების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის პრესსამსახურმა. ცოტახანში, მთავრობამ ახალი პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.