- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ და ფრაქცია “ენმ”–ს წევრმა პაატა ადამიამ ხმაურით დატოვეს.
მიზეზი გახლდათ ის, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, მათ ვერ შესძლეს წარემართათ საუბარი 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე.
ბათუკა შელიამ კოლეგებს უთხრა, რომ ისინი მიდიან “მოქალაქეთა კავშირისკენ”, რაც მისი აზრით “ოცნების” ჩამოშლის წინა პირობაა. მისმა განცხადებამ საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობა და ხმაური გამოიწვია.