1924 წელს დაღუპულთა ხსოვნისთვის


დღეს, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა მონუმენტთან შეიკრიბდნენ ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმოამდგენლები, სასულიერო  პირები, დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს მეოთხე წელია აღნიშნავენ. „ყველას გვახსოვს 1924 წელი და ამ წელს შეწირული ადამიანები. ჩვენ პატივი მივაგეთ პირველად იმ ადგილას, სადაც მოხდა მათი სიკვდილით დასჯა, შემდგომ გადმოვინაცვლეთ მონუმენტთან, რომელიც მერიამ აღმართა შარშან, როგორც 1924 წელს დაღუპულთა მოსახსენიებელი მემორიალი.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!