დევნილებისთვის სააპლიკაციო ფორმის მიღება დაიწყო


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადებები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე,  შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!