გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო ,,ლაივპრესის’ მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეორგოლს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი გერასიმე ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვის ქადაგებაში ხაზგასმით აფიქსირებს სამღვდელოების პოზიციას ანაკლიაში 20-30 აგვისტოს დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის ,,კაზანტიპის” შესახებ. ,,უნდა ვილოცოთ, რომ ეს უმსგავსობა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ ჩატარდეს. მითუმეტეს ის ტარდება მარიამობის მარხვის დროს. ეს ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა”,-აღნიშნა მიტროპოლიტმა გერასიმემ.