თემის საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს


ზუგდიდის თემის საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ  მერაბ ხვიჩია აირჩიეს. იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიას მაიზერ ნანავა უხელმძღვანელებს.  განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დამზერ ძიმცეიშვილი გახდა. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ თემურ მარკოზია აირჩიეს. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიას გიორგი კუკავა უხელმძღვანელებს. თითოეულ კომისიაში 13 დეპუტატი გაწევრიანდება სურვილისამებრ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!