- 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში შესვლა თავისუფალია.
“1977 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით, 18 მაისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუზეუმების საერთაშორისო დღედ აღინიშნება. მუზეუმები ამ დღეს სტუმრებს მასპინძლობენ სპეციალური ღონისძიებებითა და გამოფენებით.
დადიანების სასახლეთა მუზეუმიც უერთდება ამ დღესასწაულს და გიწვევთ, გახდეთ ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის ერთდღიანი დღესასწაულის ნაწილი.
დღეს შეგიძლიათ დაათვალიეროთ:
- მუდმივმოქმედი ექსპოზიციები:
„საგანძური“
„დადიანების მემორიალური გამოფენა“
„უფლისწულის გალერეა“ - დროებითი გამოფენა:
„დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“
მუზეუმის სამუშაო საათები: 10:00-22:00
დაისი მუზეუმში – შეიგრძენი ისტორია ახლოდან.”-აღნიშნულია დადიანების მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.