მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა”რა არის მუზეუმი”, იწყება


  • დადიანების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – “რა არის მუზეუმი”, იწყება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

პრეზენტაციის თემა იქნება მუზეუმის წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები.

“პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას, რომელიც დაეხმარება ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში. წარმოდგენლი სამუშაო მასალის საშუალებით მონაწილეები შექმნიან ცნობილი მუზეუმების ექსპონატების ჩანახატს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი. პროგრამის ღირებულება: 7 ლარი. დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.”-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

☎️595 28 76 76.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!