- გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
“ქ. თბილისში 18 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 18 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 აპრილს დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19-20 აპრილს +8, +10 გრადუსამდე დაიკლებს.”-ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
