- 17 ივნისი „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბიბლიოთეკასთან არსებული წიგნისმოყვარული ახალგაზრდების საზოგადოება B612-ის წევრებმა გააცოცხლეს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა.
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა წაიკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტები, ჩაერთნენ სხვადასხვა შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობაში, იმსჯელეს პოემის მნიშვნელობასა და მის თანამედროვე აქტუალობაზე.
ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის ბატონ ბესიკ არახამიას საჯარო ლექცია – „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ და ფრანგულ თარგმანებზე.
