ბრიფინგი მოსწავლეთა ტრანსპორტირების შესახებ


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი შენგელიამ, ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „საქ.ავტოტრანსი 2014“-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება.

“გამოცხადებული იყო ტენდერი, გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ორშაბათიდან დაიწყო თავისი მოვალეობის შესრულება. 39 სკოლაში ხორციელდება მოსწავლეების ტრანსპორტირება სკოლამდე. თუმცა აღნიშნული კომპანია ვერ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს. დაახლოებით 24 სკოლაში შეფერხებით ხდება აღნიშნული მომსახურების მიწოდება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. ვცდილობთ, რომ მოკლე ვადებში გადავლახოთ საკითხი, რომ მოსწავლეებს ყველა სოფელში  შეუფერხებლად მოემსახუროს, მაგრამ მსგავსი ფაქტები თუ გაგრძელდება ორშაბათამდე, იძულებული ვიქნებით, დავიწყოთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები”.

გიორგი შენგელიას განმარტებით, მძღოლები და კომპანია ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას. “მათ გაუჭირდათ მოლაპარაკებები მძღოლებთან, რათა მოხდეს მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა როგორც თვითონ განმარტავენ, ხელშეკრულების თანხა, რასაც ისინი სთავაზობენ მძღოლებს არის იგივე, რასაც ძველი კომპანია სთავაზობდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ კონსესუსის მიღწევას.”

კომპანია “საქ.ავტოტრანსი 2014-ში” განმარტეს, რომ მძღოლებთან კომუნიკაცია აქვთ. “მაქსიმალურად ვცდილობთ ეს პრობლემა ორშაბათამდე აღმოვფხვრათ.”

კომპანია შპს „საქ.ავტოტრანსი 2014“-მა ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2019 წლის 18 იანვარს გაიმარჯვა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!