უფასო სასადილოს მენიუს პროდუქტები დაემატა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოს კვლავ ინდმეწარმე თემურ ქვარცხავა ხელმძღვანელობს. მან გვითხრა, რომ ტენდერში მასთან ერთად კომპანია “მანიბა” ღებულობდა მონაწილეობას. თუმცა, როგორც თემურ ქვარცხავამ გვითხრა, მან ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები, წელსაც ის მოემსახურება სასადილოს.

უფასო სასადილოს კვების რაციონში ცვლილებებია. ულუფას დაემატა ფუნთუშა, არაჟანი, ყველი, პიურე და კაკაო. “მენიუ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ. ორშაბათს ბენეფიციარებს შეუძლიათ მიირთვან ფუნთუშა, ბორში არაჟანთან, პარასკევს კი მენიუს დაემატება ყველი. ყოველდღიურად, ადგილზე, აქ, დაახლოებით 15 ადამიანი სადილობს.”-გვითხრა მზარეულმა მანანა ლომაიამ.

ადრე,  უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ტენდერში სხვა კომპანია გაიმარჯვებდა, აქ არ შემოუშვებდნენ.

ამჟამად, უფასო სასადილოში 250 ბენეფიციარი ირიცხება. სასადილო 11.00-საათიდან 14.00- საათამდე მუშაობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!