15 ოქტომბერს ზუგდიდში ღვინის ფესტივალი გაიმართება


  • 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“. 15 ოქტომბერს ზუგდიდი “ღვინის დღეებს” მასპინძლობს.

ფესტივალის განრიგი: ზუგდიდი/ბოტანიკური ბაღი.

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულები მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.

15:00–18:00 პურის ცხობა; ჩურჩხელის ამოვლება; ჭაჭის გამოხდა; გებჟალიას მომზადების მასტერკლასი.

15:00–19:00 ქართული სუფრა ტრადიციული ქართული სიმღერის აკომპანიმენტით.

15:00–19:00 საბავშვო მასტერკლასების სივრცე.

16:00–18:00 ქართული სივრცე – მომღერალი ანა უზნაძეს აკომპანიმენტით.

16:00–18:00 ფარული დეგუსტაცია ღვინის სამოყვარულო კონკურსი.

15:00–20:00 შემეცნებითი საგამოფენო სივრცე „ქართული ღვინის ისტორია“.

20:00 გალა კონცერტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 + twelve =

Akismet ანტისპამი