ზუგდიდში მცხოვრები ფინანსურად შეჭირვებული დევნილი ოჯახების ხუთ წლამდე ხშირად მოავადე 15 ბავშვი ასოციაცია “იმედის” ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით სურამში 10 დღის მანძილზე დაისვენებენ.
დევნილი პატარები და მათი მშობლები ზუგდიდიდან ადგილობრივი თვითმმართველობის – ქალაქის მერიისა და საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია “იმედ”ი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ წარმომადგენლებმა გააცილეს