“ნაყინის დღე” დევნილთა ჩასახლებაში


დღეს, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე განთავსებულ დევნილთა ახალ ჩასახლებაში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში და ხელმძღვანელის მრჩეველმა ნონა უბილავამ  სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის  ჩაატარა კონკურსი ცეკვასა და მხატვრულ კითხვაში. ჟიურის წევრებიც, სიმბოლურად, ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები იყვნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ შესაბამისად გადაეცათ პრიზები. ამასთან ერთად მათ ნაყინიც დააგემოვნეს. ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის, რომელთა უმეტესი ნაწილი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და შშმ პირია, ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის თვალსაზრისით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!