- აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელიწადი გავიდა.
“1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. მიზანი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე საათში, ქართულ საჯარისო ფორმირებებს ცეცხლი გაუხსნა ეგრეთ წოდებულმა “აფხაზურმა გვარდიამ“. გაჩნდა პირველი მსხვერპლიც. შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა და ქალაქი დაიკავა. დაპირისპირება გადაიზარდა ომში, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი იბრძოდა. მოსკოვი მხარს უჭერდა სეპარატისტებსა და დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოდიოდნენ.”-წერს მეისტორიე… ისინი ბევრნი არიან. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, მიზანიც. ჭეშმარიტება ერთია. დრო ომის მიზეზს გაფილტრავს და საქართველოს იტორიაში ჩაწერს თაობებისთვის.
მანამდე კი…