14-08-1992… სოხუმში ომი დაიწყო


  • აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელიწადი გავიდა.

“1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. მიზანი რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა.  ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე საათში, ქართულ საჯარისო ფორმირებებს ცეცხლი გაუხსნა ეგრეთ წოდებულმა “აფხაზურმა გვარდიამ“. გაჩნდა პირველი მსხვერპლიც. შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა და ქალაქი დაიკავა. დაპირისპირება გადაიზარდა ომში, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი იბრძოდა. მოსკოვი მხარს უჭერდა სეპარატისტებსა და დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოდიოდნენ.”-წერს მეისტორიე… ისინი ბევრნი არიან. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, მიზანიც. ჭეშმარიტება ერთია. დრო ომის მიზეზს გაფილტრავს და საქართველოს იტორიაში ჩაწერს თაობებისთვის.

მანამდე კი…

 13-თვიანმა ომმა, ორივე მხარეს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა საქკუთარ მიწა-წყალზე. უფროსო თაობა ნელ-ნელა მიდის, საშუალო ასაკი ყოფით პრობლემებს ებრძვის და ტკივა დაკარგული ძმა, გაღმა დარჩენილი ოდაბადე. ახალ თაობას არ ახსოვს სოხუმი და სიყვარულის თოლიები, მაგრამ ვალი, ოდაბადეში დაბრუნების ზურგით დააქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!