- 14 ივლისს, ნარაზენში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.
მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ ისარგებლოს ოფთალმოლოგის კონსულტაციითა და პრევენციული სამედიცინო კვლევებით.
კვლევები მოიცავს:
- ძუძუს კიბოს სკრინინგს;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს;
- პროსტატის კიბოს სკრინინგს;
- სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგს;
- B და C ჰეპატიტების გამოკვლევას;
აივ ინფექციის ტესტირებას;
ჰიპერტენზიის სკრინინგს.
