13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტო 10-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

“ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1,+3 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 3 =

Akismet ანტისპამი