13 იავრიდან საქართველოში თოვაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 10-11 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება.

13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვარიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × five =

Akismet ანტისპამი