13 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება


  • გარემოს ეროვნულისააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 4 =

Akismet ანტისპამი