13 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქრი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დღის საათებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და შედარებით ცივი ამინდი. ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. 10 ოქტომბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 8-9 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 ოქტომბრიდან გამოიდარებს და +17, +19 გრადუსამდე დათბება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.