საჩივრის შედეგად მე-11 უბნის შედეგებში ცვლილება მოხდება


  • ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარული უბნის გაბათილებული ბიულეტენების გადათვლის შედეგად, გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო გოგოხია გახდება.

გადათვლის შედეგად, მმართველი პარტიის კანდიდატს დაემატა 12 ხმა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1, “გახარია – საქართველოსთვის”-1.

პირველადი მონაცემებით, მე-11 უბანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მანუჩარ ფიფიამ მიიღო 1182 ხმა, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა 1180 ხმა.

საჩივრით საოლქო კომისიას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!