ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას, 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15,95% რაც რაოდენობრივად არის 558 755 ამომრჩეველი.
“აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12 საათიან მონაცემს, ამომრჩეველთა აქტივობამ, მაშინ შეადგინა 17,15%. 12 საათიანი აქტივობის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში 27,4%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ყაზბეგის ოლქში 12%.”