ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი


ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28ოქტომბერს დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ, საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე, ონლაინ ჩათი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი შემდეგნაირად გამოყურება:

8:30 სთ;

10:30 სთ;

12:30 სთ;

15:30 სთ;

17:30 სთ;

20:30 სთ.

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.