ილია ვეკუას სახელი მიენიჭა


სსიპ. აფხაზეთის #11 საჯარო სკოლას  მიენიჭა ილია ვეკუას სახელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ზუგდიდელები“ დაუკავშირდა სკოლის დირექტორს მზევინარ გელანტიას, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლას ყოველთვის ჰქონდა მათემატიკური მიმართულება. „ჩვენთან სკოლაში ხშირად ტარდებოდა მათემატიკური საღამოები, კონკურსები.

მოგეხსენებათ, ილია ვეკუას ხსოვნის დღე აპრილშია და ეს თარიღი სკოლას უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია. მოსწავლეებს ყოველთვის ვუნერგავდით დიდი ქართველი მათემატიკოსის სიყვარულს, პატივისცემას, ხშირად ვესაუბრებოდით მის ღვაწლზე მათემატიკურ სამყაროში. წელს, ილია ვეკუას 110 წლისთავი იყო. სკოლის პედკოლექტივის დიდი სურვილი იყო სკოლას მინიჭებოდა ილია ვეკუას სახელი. აპრილის თვეში, ჩვენთან იმყოფებოდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია. მოსწავლეებმა, ბატონ ვახტანგს, განუცხადეს, რომ მათი დიდი სურვილი იყო სკოლისთვის მიენიჭებინათ ილია ვეკუას სახელი. ბატონმა ვახტანგმა, ჩვენს  გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და შესაბამისს უწყებებთან გვიშუამდგომლა. მოგვიანებით, გვითხრეს, რომ სკოლას მიენიჭა დიდი მათემატიოკოსის სახელი.“ სკოლის დირექტორის თქმით, ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ერთგვარი გამოწვევაცაა. ქალბატონი მზევინარის თქმით, ისინი ემზადებიან მათემატიკური კონკურსების ჩასატარებლად და სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!