პრემიერ მინისტრმა, რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა


დღეს, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობისა და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.  ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მხარდამჭერებს მიმართა: “ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ერთად დაფიქსირება ჩვენი ნების, თუ რა გზას ვირჩევთ ჩვენ, თუ ვის ვანდობთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის, სოფლის მომავლის შენებას. 

სწორედ ამიტომ, 21 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მოგვიწევს საარჩევნო უბანზე მისვლა და ნების გამოხატვა. მე მინდა ყველა თქვენთაგანს მადლობა გადაგიხადოთ იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ოთხი არჩევნები გავიარეთ ღირსეულად და ამ წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, ადამიანზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, დავისახეთ ჩვენ მთავარ პრიორიტეტად თითოეულ ადამიანზე ზრუნვა და ჩვენი რეგიონების განვითარება“. პრემიერ მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა ზუგდიდში და ზოგადად რეგიონში, განხორციელებულ, მიმდინარე და განსახორციელებელ  პროექტებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარადგინა  ლაშა გოგია. მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატები მზად არიან 24 საათის განმავლობაში იზრუნონ მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

კანდიდატების წარდგენის შემდეგ, ლაშა გოგიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, მთავარ გამოწვევად დასაქმება რჩება. “ამ მხრივ, ზუგდიდში, წლის ბოლოს, ანაკლიაში დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ათიათასობით ადგილობრივი დასაქმდება“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=v_ewbVJAnlM[/embedyt]

კანდიდატების წარდგენამდე, ქალაქის მთავარ მოედანზე, გაიმართა კონცერტი ქართველი მომღერლების შესრულებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!