10 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ


  • ფაქტი 1. ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია. იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული წყლის მარაგიდან ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია. სულ ამ გამოკვლევაში მონაწილეოიბა მიიღო 122-მა ქვეყანამ.

ფაქტი 2. ყინული გაცილებით სწრაფად მიიღება ცხელი წყლიდან.
რომელი წყალი უფრო სწრაფად გადაიქცევა ყინულად:ცხელი თუ ცივი? ლოგიკური პასუხი ცივია, თუმცა ცდები გვიჩვენებენ, რომ ყინულად ცხელი წყალი გაცილებით სწრაფად იქცევა, ვიდრე ცივი. რატომ ხდება ეს, მეცნიერებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არა აქვთ.

ფაქტი 3. წყალს გააჩნია 3-ზე მეტი აგრეგატული მდგომარეობა.
ასევე სკოლიდან ვიცით, რომ წყალს გააჩნია 3 აგრეგატული მდგომარეობა:მყარი, თხევადი და გაზისებრი, მაგრამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ წყალს კიდევ გააჩნია 5 აგრეგატული მდგომარეობა თხევად მდგომარეობაში და 15 გაზისებრ მდგომარეობაში.

ფაქტი 4. წყალი შეიძლება გადაიქცეს მინად.
თუ წყალს -135 გრადუსამდე გავაცივებთ, ის გადაიქცევა “მინისებრ წყლად”. მინისებრი წყალი-ეს მყარი ნივთიერებაა, რომელსაც ისეთივე სტრუქტურული აგებულება აქვს, როგორც მინას.

ფაქტი 5. სიცოცხლის საფუძველი-წყალია.
წყალი-სიცოცხლის საფუძველია, ის ყველა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმის ძირითადი შეამდგენელი ნაწილია: ცხოველების-75%, თევზების-78% წყალია. ახალდაბადებული ადამიანის ორგანიზმის 86%, ხოლო ზრდასრულის -50% ასევე წყალია.

ფაქტი 6. ყველაზე მეტი მტკნარი წყალი – მყინვარებშია.
სადაა დედამიწაზე ყველაზე ბევრი წყალი?-პასუხი ერთგვაროვანია:რა თქმა უნდა, მსოფლიო ოკეანეში. დედამიწის წყლის მარაგის მხოლოდ 3% -ია მტკნარი და მისი უდიდესი ნაწილი მყინვარებზე მოდის.

ფაქტი 7. წყალი, როგორც დიეტა.
წყლის საშუალებით იოლად შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. თუ სასმელებიდან დასალევად მხოლოდ სუფთა წყალს გამოვიყენებთ და უარს ვიტყვით სხადასხვა გამაგრილებელ სასმელებზე და წვენებზე, ამით მკვეთრად შევამცირებთ მიღებულ კალორიებს.

ფაქტი 8. 35 ტონა წყალი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საშუალოდ ერთი ადამიანი 35 ტონა წყალს სვამს.

ფაქტი 9. წყალი შეიცავს ცილას.
ზღვის წყალი-საკმაოდ კვებითი ღირებულების მქონე სუბსტანციაა. ასეთი წყლის 1 კუბური სანტიმეტრი შეიცავს 1, 5 გრამ ცილას და აგრეთვე სხვა მკვებავ ნივთიერებებს.

ფაქტი 10. წყალს გააჩნია ასევე უარყოფითი თვისებაც-ის დაავადებების ყველაზე დიდი გადამტანია.
დედამიწაზე არსებული დაავადებების და ინფექციების 86% წყლის მეშვეობით გადადის. ამ დაავადებებით ყოველწლიურად 25 მილიონამდე ადამიანი იღუპება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!